ქართული ოცნების წევრი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი რუსეთის ჰიბრიდული ომის ნარატივში "ჩაჯდა".
კასინოავმა არ გამორიცხა, რომ საქართველოდან რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უსაფრთხოების რისკების გაზრდის შემთხვევაში, უკრაინის საელჩომ საქართველოდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია დაიწყოს.
"რუსეთი რომ საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის გზებს გაააქტიურებდა, ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ბატონი კასიანოვი თუ ამის ნარატივში ჩაჯდებოდა, ცხადია, ეს ცოტა უცნაურია. ასევე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ მაგალითად, უკრაინას ელჩი ბელარუსიდან გამოწვეული არ ჰყავს და ეს კიდევ უფრო გაუგებარია. მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველო ღირსებით სავსე ქვეყანაა და არავის აქვს უფლება, რომ ჩვენ შესაბამისად არ გვესაუბროს. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც თუნდაც იმით ამაყობს, რომ რუსეთი სტრასბურგსა და ჰააგაში დამარცხებული ჰყავს. ყველას მეტი პატივისცემა მართებს, დიპლომატიურ სტანდარტზე აღარც ვსაუბრობ, როდესაც საქართველოზე საუბარს დაიწყებს", - თქვა იონათამიშვილმა.